ბატონებო, მსურს შემოგთავაზოთ პარტნიორული წინადადება

 ქუთაისში ფუნქციონირებს ჩემს მიერ დაფუძნებული წარმოება, რომელიც სპეციალიზირებულია სხვადასხვა ზომისა და სახეობის გაბიონების წარმოებაზე.
100 წელზე მეტია, რაც გაბიონური კონსტრუქციები გამოიყენება მსოფლიოში სხვა და სხვა გეოეროზიული პროცესების შეჩერების მიზნით, ზვავსაშიში ფერდობების დატერასებისა და  ტექტონიკური პროცესების სტაბილიზაციისათვის ლოკალურ არეში. საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების დასაცავად ზვავებისა და ქანების დაცურებებისაგან, ლანდშაფტების ესთეტიკური კეთილმოწყობის,  შენობა ნაგებობების საძირკვლების გასამაგრებლად, ჰიდროტექნიკური ნაგებობების: მილსადენების და სარწყავი არხების, მიწაყრილების მოწყობისას, ხიდების ბურჯებთან მდინარის ფსკერის გამორეცხვისაგან დასაცავად,მდინარის კალაპოტის მიმართულების შენარჩუნების ან შეცვლის მიზნით, ნავმისადგომი პირსებისათვის, კაშხალების, მდინარეებისა და საზღვაო ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის,
გაბიონი - (ფრ. Gabion, იტალ. Gabbions დიდი გალია) სამშენებლო ელემენტია რომელიც მზადდება მოთუთიებული მავთულის მაკაფერის ორმხრივი გრეხვის მეთოდით მოქსოვილი ბადეებისაგან. 
ბადის უჯრა ჰექსაგონალური ფორმისაა ზომით 8x10 სმ. და გაწყვეტის შემთხვევაში ინარჩუნებს კონსტრუქციულ მედეგობას რღვევისადმი. გაბიონს მართკუთხა ყუთის ფორმა აქვს, რომლის ზომებიც განისაზღვრება გაბიონური ნაგებობის არქიტექტურული მოთხოვნების შესაბამისად, მონტაჟის პროცესი არ მოითხოვს მუშაკთა განსაკუთრებულ კვალიფიკაციას ყუთები ივსება ნებისმიერი სახის ბუნებრივი, რიყის ან კარიერის ნამსხვრევი, ქვით, რომელთა ზომაც აღემატება გაბიონის ბადის უჯრას. გაბიონები ერთმანეთთან მჭიდროდ ეწყობა და გადაებმება შესაკრავი მავთულით ან სპეციალური სტეპლერით. დროთა განმავლობაში გაბიონის მოცულობაში ხდება მტვერისა და გრუნტის ნაწილაკების აკუმულირება, რაც მცენარეთა აღმოცენების საშუალებას იძლევა და გაბიონური ნაგებობა იძენს მეტ სიმტკიცეს, გვევლინება ლანდშაფტის ბუნებრივ ელემენტად, ამასთანავე გააჩნია კარგი სადრენაჟო მახასიათებლები. გაბიონური ნაკეთობების პროექტირება და მშენებლობა ბევრად ეკონომიურია მასიური რკინა-ბეტონის  კონსტრუქციებთან შედარებით.





არხი

ვარძიის გზის მონაკვეთი

ვარძიის გზის მონაკვეთი

ვარძიის გზის მონაკვეთი

ვარძიის გზის მონაკვეთი

მდინარის კალაპოტი

დეკორატიული ტერასები



























დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ

  •         Sps `gabioni~
  •         direqtori guramი gureSiZe
  •         misamarTi: quTaisi, nikeas me-7 Cixi #1
  •         tel.mob.: 599-75-58-17;
  •         faqsi: 8431-23-37-95
  •         saind. kodi: 212 735 806
  •         ss `privatbanki~
  •         bankis kodi: CAVOGE22   (220 101 702);  
  •         a/n: GE96 TP00       360 208 000 000 02

E-mail: gurami47@gmail.com
http://gabioni.narod2.ru/
http://gabioni.ge/



სასარგებლო ბმულები